საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული _ ჰუმანიტარული კვლევები“ მერვე ნომრისათვის

ჟურნალის   მიზანია,  ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებას და მათი მიღწევების პოპულარიზაციას. 

                                                    
  
სტატიის მიღების წინაპირობაა:

ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);

პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს;


სტატიის დაბეჭდვის მსურველმა  სტატიასა და ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობით დასკვნასთან  ერთად  უნდა წარმოადგინოს განაცხადი; 
 

სტატიაში დაცული უნდა იყოს ჟურნალის დამოწმების სტილი და სტატიის გაფორმების წესი.

განაცხადის ფორმა:

სახელი, გვარი;

საგანმანალდებლო პროგრამა საფეხურის მითითებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);

ტელეფონი/მობილური;

ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ხელმძღვანელის/რეკომენდატორის  სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი/მობილური;

ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თარიღი.
 
სტატიების  გაფორმების წესი:

სტატიის ენა -  ქართული;

რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის;

ფურცლის ზომა A4;

მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5სმ.

შრიფტი -Sylfaen

შრიფტის ზომა -12;

სტრიქონებს შორის ზომა -1,5;

გვერდების რაოდენობა - 5-7;


სტატიის ტექსტის ფორმატი:


ავტორის სახელი, გვარი -  შრიფტის ზომა 12;

სტატიის სახელწოდება -  Bold შრიფტის ზომა 14;

სტატიის ტექსტი -    შრიფტის ზომა 12;

ყველა მასალა (სტატია, განაცხადი, ხელმძღვანელის/რეკომენდატორის დასკვნა) წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ვერსიით.

ჟურნალის დამოწმების სტილი/ციტირების  სტილი


შიდატექსტური დამოწმება

ლიტერატურის შიდატექსტური დამოწმება სრულდება შემდეგნაირად: 
1.  კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება ავტორის  გვარი, მძიმე, პუბლიკაციის წელი, ორწერტილი და გვერდის ნომერი. მაგ., რისმაგ გორდეზიანის წიგნი ”მედიტერანულ-ქართველური მიმართებები”. ტომი II. ლოგოსი. თბ., 2007. გვერდი 181. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად: 

[გორდეზიანი, 2007:181].


2.უცხოენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის ქართულენოვანი წიგნის მითითებისას. 
მაგალითად, წიგნი  Barry Lord, Gail Dexter Lord. The Manual of Museum Management. Tb.,2006 დამოწმებული იქნება ასე:

[Lord, 2006:35].


3.ბიბლიის დამოწმება ხდება შემდეგნაირად: კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბიბლიური წიგნის შემოკლებული  სახელწოდება, წერტილი, თავი, ორწერტილი, მუხლი.

ნიმუში: [დაბ. 15:21]; [გამ. 15:16]; 

4. თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი   წიგნი, ავტორის გვარის შემდეგ მიეთითება შესაბამისად A, B და ა.შ.

  ნიმუში: [გორდეზიანი A, 2007:181].

ბიბლიოგრაფიის მითითება:

სტატიის ბოლოს მითითებული გამოყენებული  ლიტერატურის სიაში ან ბიბლიოგრაფიაში  გამოცემები დალაგდება ანბანური თანმიმდევრობით  ავტორების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში,  სათაურის) გვარების მიხედვით; ჯერ ქართული,

შემდეგ უცხოური გამოცემები.

გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი ნიმუშის მიხედვით:
ლიტერატურა

იმნაიშვილი ვ. 2008.  დეფისის ხმარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სამეცნიერო
კონფერენციის _ შალვა ნუცუბიძე 120 _ მასალები.  თბილისი.

კიკნაძე გრ. 1978.     ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები. თბილისი.

ლორთქიფანიძე ი. 1970. ატრიბუციის საკითხები. ტექსტოლოგიის საკითხები. ტომი I. თბილისი.  

Gaunt W.   1957 .   The Aesthetcs Adventures. London: West Richard. Press.

Hamsun K.  1965 .   Artikler 1889-1928. Oslo.

Короп В.  2005 Станислаус Эрик, граф Стенбок. www.malpertuis.ru/stenbock_bio.htm

შენიშვნები 
1.    ავტორისეული შენიშვნები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი  გვერდის ბოლოს და დაინომროს ერთიანი ნუმერაციით  მთელ სტატიაში. სქოლიოს შრიფტის ზომა  9. 

2.    სტატიის  შიგნით  ტექსტის  ციტირებისას  იგი უნდა გამოიყოს  ძირითადი  ტექსტიდან დახრილი შრიფტით (იტალიკით).  ციტატის  შრიფტის  ზომა -  11.

 
განაცხადის  მიღების  ბოლო  ვადაა   2024 წლის 30  ივნისი.
 

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

ჟურნალის    სარედაქციო საბჭო  გისურვებთ  შემოქმედებით  წარმატებებს და  მადლობას  მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის! 

თარიღი: 23/04/2024